გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შემდეგ საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა მესამე საერთულზე გაჟონა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
სახლის პატრონი, 27 წლის ვანო უდედაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულზე მძიმე დამწვრობა აქვს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ელექტროენეგრიის ჩართვის დროს მოხდა.
გორში, ყიფიანი #33-ში საცხოვრებელი სახლის მეორე და მეოთხე სართულის ბინებიც დაზიანებულია.