რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბოლოო მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდენტსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შორის გაიმართება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიგფინგზე საქართველოს მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მისი თქმით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშელინ კალმირეი, რომელიც ამავდროულად შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიც არის, იმ წინადადებით რომელზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა, მოსკოვში იყო ჩასული და ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. კალანდაძის თქმით, დაეთანხმება თუ არა რუსეთი ამ წინადადებას დღის ბოლოსთვის გაირკვევა",- განაცხადა კალანდაძე და აღნიშნა, რომ კალმირეი ჩადის ბათუმში. შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და იქნება საბოლოო დოკუმენტის განხილვა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ გათავლისწინებული იქნება ის კომპრომისული ხედვა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა წარმოადგინა. ეს წინადადება ჩვენი გადმოსახედიდან არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვსიაც მისაღები უნდა იყოს. ეს არის ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია რომ ორივე სახელმწიფომ იხელმძღვანელოს, გაითვალისწინოს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, ასევე ხელი შეუწყოს რუსეთის სწრაფ გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში" - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, კონკრეტულ ვარიანტზე საუბარი ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
"მთავარი ის არის, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებისთვის. რეალურად ქართული მხარე ბევრ კომპრომისზე წავიდა, რათა რუსეთისთვის მისაღები ყოფილიყო ჩვენი ხედვა და წინადადება. ამავდროულად, შვეიცარიალების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა გათვალისიწნებულია. ეს მოთხოვნა კი იყო რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება ოკუპირებულ და არაოკუპირებულ საქართველოს შორის. საბოლოო ჯამში რა ფორმით აისახება ეს დოკუმენტში უნდა მივანდოთ დოკუმენტის შემქმნელებს და, უმთავრესად, საბოლოო მოლაპარაკებას რომელიც დღეს შედგება", - განაცხადა კალანდაძემ.