ერიკა ბადუმ თბილისის მე-14 ჯაზ ფესტივალი დახურა. ორსაათიანი პროგრამით ოთხი გრემის მფლობელი 14 კაციან ბენდთან ერთად წარსდგა, კონცერტზე ყველზე ცნობილი ჰიტები ქართველმა მსმენელებმა მასთან ერთად შეასრულეს. მცირე მონოლოგის დროს, ერიკა ბადუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც შეეხო.
„ვიცი, რომ საქართველო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი ომის, რადგან ის პირველ რიგში მშვიდობიანი ადამიანის მიმართ ხორციელდება. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობიანად მოგვარებას. საქართველოში შესანიშნავი პუბლიკაა, მთელი კონცერტის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ მე და მაყურებელი ერთი მთლიანი სხეული ვიყავით. მე მესმოდა მათი და მათ ჩემი", - განაცხადა ერიკა ბადუმ.
მომღერალმა კოცნერტზე ძველ ჰიტებთან ერთად რამდენიმე ახალი სიმღერაც შეასრულა. მან პირდაპირ სცენიდან ავტოგრაფებიც კი დაარიგა.
ცნობისთვის, როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, მიშა გიორგაძე აცხადებს უკვე მიმდინარებს მომავალი ჯაზ ფესტივალისთვის მზადება, რომელიც ზაფხულში, ბათუმში იგეგმება.