"ქართული პარტიის" პრესსამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სოზარ სუბარის "ქართული პარტიიდან" წასვლის შესახებ.
მათი ინფორმაციით, "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჟენევაში იმყოფება, სადაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი კომისრის ხუთი მრჩევლიდან ერთ-ერთი სოზარ სუბარია. "ქართული პარტიის" ლიდერი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.