31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „Caucasus, Conflict, Culture. First on Anthropology and the Prevention of conflicts in Armenia, Azerbaijan and Georgia".
კონფერენცია 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიხსნება. კონფერენცია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 40 წარმომადგენელი მიიღებს.