დღეს, 31 ოქტომბერს, 13 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო გამოფენასთან არტისტერიუმთან დაკავშირებით.
"არტისტერიუმი", ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2008 წელს და ემსახურება სახელწიფოს კულტურის პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და
არის ღონისძიების მხარდამჭერი და ძირითადი პარტნიორი.
2011 წელს ღონისძიების გენერალური სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ასევე, ღონისძიების მნიშვნელოვანი სპონსორები და პარტნიორები არიან: პოლონეთის, შვეიცარიისა და ჰოლანდიის საელჩოები საქართველოში, ბრიტანული საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, შვეცარიული ფონდი პრო ჰელვეცია, იაპონური ფონდი, ასევე გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ევროპის სახლი, თბილისის სამხატვრო აკადემია, კავშირი „ახალი ხელოვნება", თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი", წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის
სახ. მუზეუმი, გალა გალერეა.
ღონისძიების ძირითადი სივრცეებია საქართველოს ეროვნული გალერეა და თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა.
„არტისტერიუმი" წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია.
"არტისტერიუმი" მნიშვნელოვანი სახელოვნებო ღონისძიებაა კულტურული (საზოგადოება, განათლება), პოლიტიკური (დემოკრატირული ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო არენაზე) და კომერციული (არტ-ტურიზმი) თვალსაზრისით.
"არტისტერიუმი", როგორც მრავალფუნქციური კულტურული ღონისძიება ეფუძნება პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებას. არტისტერიუმის ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო კურატორებთან, ექსპერტებთან და ინსტიტუციებთან. არსებობის სამი წლის მანძილზე „არტისტერიუმმა" წარმატებული და პოპულარული საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიების სახელი დაიმკვიდრა.
10 დღის განმავლობაში, "არტისტერიუმი 4-2011" ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, გამოფენის თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებს, პრეს-კონფერენციებს, მასტერკლასებს, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრებს, კულტურულ პროგრამას.
"არტისტერიუმი 2011" ტარდება თბილისში 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე.
ღონისძიების თემა: "თავისუფალი ვარდნა" - "Free Fall"
"არტისტერიუმი 4-2011" სათაურით „თავისუფალი ვარდნა" მონაწილეებს სთავაზობს ნამუშევრების შექმნას „თავისუფალი თემის" რეჟიმში, ინსტიტუციონალური და კურატორული „დიქტატის" გარეშე.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80-ზე მეტი მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან:
საქართველო, საფრანგეთი, აშშ, პოლონეთი, უელსი /დიდი ბრიტანეთი/, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, მექსიკა, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელორუსია, ლიტვა, თურქეთი, გერმანია, ირლანდია, სომხეთი.