დღეს, 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ვიდეოკონფერენციის რეჟიმში საქართველოს მთავრობის სამოქმედო "ათპუნქტიანი გეგმის" პრეზენტაციას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.
პრემიერ-მინისტრი პასუხს გასცემს მაყურებლის მიერ დასმულ კითხევბს. კითხვების დასმა შესაძლებელი იქნება https://www.facebook.com/NikaGilauri გვერდზე აღნიშნული ღონისძიების პოსტზე კომენტარის მეშვეობით.
პრეზენტაციის ონლაინრეჟიმში ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
1. https://www.facebook.com/NikaGilauri?sk=app_142371818162
2. http://www.livestream.com/gilaurinika