ხვალ, 31 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიდეო კონფერენციის რეჟიმში საქართველოს მთავრობის სამოქმედო "ათპუნქტიანი გეგმის" პრეზენტაციას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ.გვერდზეა განთავსებული. გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.
პრემიერ-მინისტრი პასუხს გასცემს მაყურებლის მიერ დასმულ კითხევბს. კითხვების დასმა შესაძლებელი იქნება https://www.facebook.com/NikaGilauri გვერდზე აღნიშნული ღონისძიების პოსტზე კომენტარის მეშვეობით.
პრეზენტაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
1. https://www.facebook.com/NikaGilauri?sk=app_142371818162
2. http://www.livestream.com/gilaurinika