სტივენ სპილბერგმა აღიარა, რომ მას ისევე როგორც ბევრ მაყურებელს ფილმი "ინდიანა ჯონსი და ბროლის ქალის სამეფო" არ მოეწონა.
რეჟისორის სიტყვებით მას უბრალოდ არ შეეძლო მისი ძველი მეგობრის ჯორჯ ლუკასის წინააღმდეგ წასვლა.
"მე არასოდეს მომწონდა ძირითადი იდეა, ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვკამათობდით ამ თემაზე. მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ჩემი საუკეთესო მეგობრის ერთგული. თუკი ის თხზავს რაიმე ისტორიას და სჯერა ამის, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა, მე მაინც გადავიღებ ფილმს, ისე როგორც მას ჯორჯი ხედავს. ბუნებრივია მე დავამატებ რაღაც შტრიხებს, მოვიწვევ ჩემთვის სასურველ მსახიობებს, გადავიღებ ჩემს სტილში, მაგრამ მე ყოველთვის ვენდობი ჯორჯს, როგორც ინდიანას ისტორიის შემქმნელის ხედვას და არასოდეს წავალ მის წინააღმდეგ."- განაცხადა სპილბერგმა
ამასთან, ცნობილმა რეჟისორმა ხაზი გაუსვა, რომ "ინდიანა ჯონსი 4 " რამდენიმე ეპიზოდში მხოლოდ ის უნდა დაადანაშაულონ.
"ბევრი მაყურებელი აღაშფოთა მომენტმა, როდესაც ინდი ბირთვული აფეთქებისგან თავის დასაცავად მაცივარში იმალება. აი აქ ჯორჯს არანაირი დანაშაული არა აქვს. ეს მხოლოდ ჩემი სულელური იდეაა. მეორე მხრივ ამ ეპიზოდმა ბევრი დაცინვა და ფრაზა წარმოშვა ისეთი, როგორიცაა "დახეული მაცივარი" და მე უნდა ვიამაყო, რომ წვლილი მიმიძღვის პოპულარული კულტურის შექმნაში", - დასძინა მან
მიუხედავად ფილმზე გამოთქმული ყველა პრეტენზიისა, მან მსოფლიო კინო გაქირავებაში 780 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.