ჩინეთში მაღაროს აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მაშველები 35 ადამიანის გადარჩენას ცდილობდნენ და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ერთი მაღაროელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ჩინეთში მაღაროში მომხდარი შემთხვევების რაოდენობა ხშირია. 2010 წელს მაღაროში მომხდარ აფეთქებებს ჩინეთში 2 433 ადამიანი ემსხვერპლა.