ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი მესამედ დაქორწინდა. საქორწილო ცერემონიალი 23 ოქტომბერს ნაპას ველზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაიმართა.
60 წლის მსახიობის რჩეული დიზაინერი სიუზან შნაიდერი გახდა. უილიამსი და შნაიდერი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ, სულ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მსახიობმა გულის ოპერაცია გადაიტანა. უილიამსის სიტყვებით, სწორედ შნაიდერის მოვლის წყალობით, ოპერაციის შემდგომმა რეაბილიტაციამ მცირე დროში ჩაიარა.
პირველად რობინ უილიამსი 1978 წელს დაქორწინდა, კავშირი 1988 წელს მთელი რიგი სკანდალების შემდეგ გაწყდა. კერძოდ, უილიამსი ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულეს. ერთი წლის შემდეგ მსახიობი მეორედ დაქორწინდა, წყვილი 2008 წელს გაიყარა. პირველ ქორწინებაში მსახიობს ვაჟი, მეორე ქორწინებიდან კი ქალ-ვაჟი ჰყავს.
უილიამსი ცნობილია როლებით ფილმებიდან: "საით მივყავართ ოცნებებს", "დილა მშვიდობისა, ვიეტნამო", "მეფე-მეთევზე", "მკვდარი პოეტების საზოგადოება" და "ჭკვიანი უილ ჰანტინგი" ამ უკანასკნელისთვის მას 1988 წელს "ოსკარი" გადაეცა, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ მსახიობს.