თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბინგელში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. მომხდარს სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის შს მინისტრმა ნაიმ შაჰინმაც დაადასტურა.
რაიონი სადაც აფეთქება მოხდა პოლიციას აქვს ბლოკირებული, გაგზავნილია სასწრაფო დახმარების მანქანები. თურქეთის ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქება იმდებად ძლიერი იყო, რომ მან ახლომდებარე სახლებიც და ავტომობილებიც დააზიანა.
ჯერ-ჯერობით, თურქეთში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგელობა არ აუღია. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ამ ტერაქტთან კავშირი ტერორისტულ ქურთისტანის მუშათა პარტიას აქვს.