ისრაელისა და პალესტინის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. 
დასავლეთის მედიის ინფორმაციით, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება, შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროთ 6 საათიდან შევიდა. 
შთანხმება ქაიროს შუამავლობით შედგა.  
როგორც ბი-ბი-სი იტყობინება ინფორმაციას მოძრაობა "ჰამასის" წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 
შეგახსენებთ, რომ, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების სარაკეტო დაბომბვის შედეგად 9 პალესტინელი დაიღუპა, საპასუხო ცეცხლი ქალაქების აშდოდოსა და აშკელონის მიმართულებით გაიხსნა. დაღუპულია ისრაელის ერთი მოქალაქე. 
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული პალესტინელებიდან შვიდი "ბრგადა აკ-კუდსი" წევრი იყო, რომელიც დაჯგუფება "ისლამის ჯიჰადის" შეიარაღებულ ფრთას ეკუთვნის.