აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსულმა მოულოდნელმა თოვლმა 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი ელეტროენერგიის გარეშე დატოვა. 
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მხოლოდ ნიუ-ჯერსში ელექტროენერგია არ მიეწოდენა 540 ათას ადამიანს. ადგილობრივი საავადმყოფოები გენერატორების მეშვეობით ფუნქციონირებენ.
შტატის გუბერნატორმა  კრის კრისტიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე რთული ვითარებაა შექმნილი კონეკტიკუტში, პენსილვანიაში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, მერილინდში და მასაჩუსეტში. 
თოვლის გამო გადაიდო ათობით ავიარეისები. რიგი აეროპორტები გაურკვეველი ვადითაა დახურული.