სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შემთხვევაში დასავლეთს "მიწისძვრით" ემუქრება.
"სირია რეგიონის ეპიცენტრია. ნებისმიერი გართულება რეგიონს ცეცხლში გახვევს. თქვენ რისკავთ გამოიწვიოთ მიწისძვრა. გსურთ მიიღოთ კიდევ ერთი ავღანეთი თუ ათეულობით ავღანეთი?", - აცხადებს ბაშარ ასადი Sunday Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
სირიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა მოვლენების საწყის ეტაპზე "ბევრი შეცდომა დაუშვეს", მაგრამ ამჯამად სამიზნეებს მხოლოდ ტეროტრისტები წარმოადგენენ.
იგი ასევე აცხადებს, რომ "არაბული გაზაფხულის" დროს დამხობილი ლიდერებისგან განსხვევებთ, მან დემონსტრაციების დაწყების მეექვსე დღეს რეფორმების გატარების პირობა დადო.
შგახსენებთ, რომ სირიაში, სადაც მეშვიდე თვეა ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს და დაღუპულია სამი ათასამე ადამიანი, გასული პარასკევი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
ქალაქებში ჰომსსა და ჰამაში 37 დემონსტრატი იქნა მოკლული. გუშინ 29 ოქტომბერს ჰომსში კიდევ სამი ოპოზიციონერი მოკლეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგამ სირიის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდეს შეწყვიტოს სისხლისღვრა.