არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" პოლიტიკური კომპონენტი გამოეყო.
2011 წლის 29 ოქტომბერს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი სუბიექტი შევიდა - პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობა". 15 საათზე, კინოს სახლის პირველ სართულზე არსებულ ყოფილ კინოდარბაზში, პოლიტიკური გაერთიანების პირველი ყრილობა გაიმართა.
გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეული იქნა დავით თარხან-მოურავი. ყრილობაზე ასევე აირჩიეს პარტიული კომიტეტი და სამდივნო, 9 - 9 წევრის შემადგენლობით.
პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობის" სამდივნო: ბერაძე მარინა, ზაალიშვილი სოსო, თელოიანი რეგან, კეზევაძე ალექსანდრე, ლეკიშვილი არჩილ, მანჯავიძე სოსო, მარშანია ადა, საღლიანი ერეკლე, ჩხაიძე ელგუჯა.
პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობის" კომიტეტი: გობეჩია მამუკა, თარხან-მოურავი ნატა, კალანდაძე ნანა, კაჭკაჭიშვილი მიხეილ, ოთანაძე ჯიმშერ, ოთარაშვილი გოდერძი, პეტრიაშვილი ნინო, ჭიქაშვილი მერაბ, ჭოხონელიძე შოთა.
ყრილობას 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ ერთხმად მიიღეს პოლიტიკური გართიანების "წინააღმდეგობის მოძრაობის" წესდება.
პოლიტიკურ გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობასთან" შეიქმნა მხარდამჭერთა დარბაზი, სადაც საზოგადოებისათვის ცნობილი მრავალი ადამიანი გაწევრიანდა, მათ შორის: რეზო ჩხეიძე, ლალი აფციაური, გურამ ფირცხალავა, თემიკო ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ნინო რატიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, ლელიკო ჯაფარიძე, გელა ნიკოლაიშვილი, რობიკო სტურუა, სოსო ჯაჭვლიანი, ზურა მანჯავიძე, გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, ქეთი დოლიძე, ჯემალ სეფიაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლილი და ნანა ხურითები, ნანა შონია, ...