ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის უმცროსი შვილის საიფ ალ-არაბის აგარაკი, რომელიც მას მიუნხენში ჰქონდა გასაყიდად გამოიტანეს. 29 წლის საიფ ალ-არაბი ნატოს ვერტმფრენების იერიშის დროს, 2011 წლის 1 მაისს ღამით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Sueddeutsche Zeitung"-ი ავრცელებს.
აგარაკი, მიუნხენის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს. ადრე იგი მსხვილ ბანკირს ეკუთვნიდა. მისი საცხოვრებელი ფართი 540 კვ.მ-ია და ლიბიელმა იგი 8 მილიონ ევროდ იყიდა. ამავე რაიონში, კადაფის უმცროს ვაჟს კიდევ ერთი აგარაკი ჰქონდა, თუმცა მას იქ არასოდეს უცხოვრია.
აგარაკი, რომელიც იყიდება საიფ ალ-არაბის გემოვნებითაა გარემონტებული. 10 ოთახში იატაკი შავი ფერისაა, კედლები კი ოქროთია მორთული. გამოცემა აღნიშნავს, რომ მყიდველის პოვნა ასეთი აგარაკისათვის ალბათ გართულდება.