ქაბულში ნატოს კოლონას თავს თვითმკვლელი დაესხა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია რამდენიმე ამერიკელი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბო-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამჟამად დგინდება. გარდაცლილთა გარდა არიან ასევე დაჭრილები.
თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ნატოს კოლონას შეაჯახა. აღნიშნული ინციდენტის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.