პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა. კომისიის შექმნის მომხრე მხოლოდ 14 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი - 72.
2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დრობითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საღამოს სხდომაზე კენჭისყრისას ჩავარდა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთი დემონსტრირება მოხდა, რომ სწორედ ის ადამიანები, რომელთაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირეს, "დამკვეთი და შემსრულებლები არიან იმ მოვლენების, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს განვითარდა".
"ეს არის მორალური სახე ნაციონალური მოძრაობის, რომელიც ქართველი ხალხის სისხლით ვეღარ გაძღა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა.