ბესიკის ქუჩის #26-ში მდებარე ახალ გალერეაში მხატვარ მამუკა ცეცხლაძის რეტროსპექტივა ახალ გალერეაში გამოიფინა. მხატვარი დამთვალიერებელს ძველ და უახლეს ნამუშევრებს წარუდგენს. ფერმწერის თემა ქუჩები, ქალაქები და მატარებლის ძველი სადგურებია.
მამუკა ცეცხლაძე 80-იანი წლებიდან აქტიურად ხატავს. მისი ექსპოზიცია გერმანიიის, პარიზსა და ბუდაპეშტის გალერეაში იყო გამოფენილი. სწორედ ეს ხელოვანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 80-იანი წლების თბილისში მის თანამოაზროვნეებთან ერთად მხატვრული პერფორმანსი დადგა.