29 ოქტომბერს 16:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება.
რადიო "მუზა" გადაცემების ("საუბრები პიანიზმის ისტორიაზე") აუდიოწიგნს გამოსცემს. DVD დისკები 120 გადაცემას და საკლავირო ხელოვნების დაახლოებით 400-წლიან ისტორიას მოიცავს.
კომპლექტში ორი დისკია. მუსიკალურ მასალას თან ახლავს პროფესორ-აკადემიკოსის, პიანისტ რეზო თავაძის ანალიტიკური მიმოხილვა. თავაძის გადაცემა "საუბრები პიანიზმის ისტორიაზე" 2008 წლიდან "მუზას" რადიოეთერში გადის.