ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირმა საელჩოს ცეცხლი ცეცხლსასროლი ავტომატით გაუხსნა. პოლიციამ თავდასხმელი დააკავა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობის ბოსნიაში განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.