"ქრისტიან-დემოკრატები" 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ.
"ჩვენ 2007 წლის მოვლენებში ორმაგად ვართ დაზარალებული - ხელისუფლება პროფესიონალიზმის გამო დაგვესხა თავს, მერე კი ბინძური ჭორების მსხვერპლი გავხდით იმის გამო, რომ არ გავხდით პროფესიონალი რევოლუციონერები. "იმედის" დამფუძნებლებთან ერთად, ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, მძღოლებთან ერთად, ვმუშაობდით მძიმე ზეწოლის ქვეშ, რადგან ვცდილობდით სიმართლე გვეთქვა. "იმედის" ჟურნალისტების იმ ნაწილმა, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ, სახალხო დამცველსა და პროკურატურას მივეცით ჩვენება", - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას და მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებიო კომისიის შექმნა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივაა.