საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმ სამართალდამცველებს, ვინც საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობა მიიღეს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას წიკლაურმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ქართველი პოლიციელებისა და ჯარისკაცების დასჯას ითხოვს, თავად კი, პარლამენტის ტრიბუნიდან სურს ყველა ჯარისკაცსა და პოლიციელს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
"იმის პასუხად, რაც ჯონდიმ წარმოადგინა, უნდა გითხრათ, რომ თუ აქციების დაშლისას იყო გადაცდომა, ყველამ მიიღო ადმინსიტრაციული სასჯელი", - აღნიშნა წიკლაურმა.
წიკალურმა მინიშნებით ბიძინა ივანიშვილზედაც ისაუბრა.
"ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი ძალა, რომელიც მანამდე აქტიურად თანამშრომლბდა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად ალექსანდრე ლებედთან", - აღნიშნა წიკლაურმა.
წიკალურის თქმით, ალექსანდრე ლებედმა თავი გამოიჩინა 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის დროს და ჯალათ როდიონოვის მეგობარი იყო.