საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურისთვის "საბჭოთა კავშირის ნარჩენებისგან" 9 აპრილზე საუბარი მიუღებელია. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წიკლაურმა საკმაოდ მწვავე შეფასება გააკეთა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრების მისამართით.
ოპოზიციური ფრაქცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვდა, რომელიც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს შეისწავლის. ოპოზიციური ფრაქციის წევრმა თამაზ დიასამიძემ 2009 წლის 9 აპრილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინაც კი კომისია შეიქმნა, რომელმაც 9 აპრილის მიტინგის დარბევის საკითხი შეისწავლა.
წიკლაურის თქმით, საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იყო მრავალი ტრაგიკული თარიღი და ასეთი იყო 9 აპრილი, მაშინ ქვეყანამ ნახა სისასტაკე, ცინიზმი და დაუდონდობლობა იმ ძალის მიერ, რომელიც საქართველოს თავისუფლებას უტევდა.
წიკლაურმა აღნიშნა, რომ 9 აპრილზე საუბარი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დღემდე განასახიერებენ საბჭოთა კავშირის ნარჩენებს - და ასეთია ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" - ცინიზმია.
"ერთი მხრივ, ადამიანები ლაპარაკობენ 9 აპრილზე და უნდათ შეადარონ საქართველოს თავსიუფლებისთვის ბრძოლა 26 მაისს და 7 ნოემბრს. მე კი ვამბობ, რომ ორივე აქციის ორგანზოატორები იყვნენ საბჭოთა კავშირის ნარჩენები. ამიტომ აქ შედარებები გამორიცხული და უაზროა, - განაცხადა წიკლაურმა. მან ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გააკრიტიკა, რომელიც "ებრალიძესთან, ხუბუტიასათან ერთად იყო რაღაც კონფერენციაზე".