თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში კინორეჟისორ მიხეილ კობახიძესთან შეხვედრა გაიმართა. რეჟისორმა სტუდენტებს თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარუდგინა.
საღამოზე მიხეილ კობახიძემ ახალგაზრდებს 60-იან წლებში თბილისში გადაღებული ფილმები და ასევე, 2001 წელს საფრანგეთში გადაღებული კინოეტიუდი გააცნო.
შეხვედრაზე კინორეჟისორსა და სტუდენტებს შორის დისკუსია მოეწყო. კინომოყვარულები და სტუდენტები მიხეილ კობახიძის 6 მოკლემეტრაჟიან ფილმს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ.