საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა, რადგან საკითხების განხილვამდე ოპოზიციის წევრებმა სხდომა დატოვეს.
"საკრებულოში პოლიტიკურად მაღალი თანამდებობები შეთავაზებული ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს - ზურაბ აბაშიძესა და ვიქტორ დოლიძეს, მაგრამ მათ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს", - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკი იონათამიშვილმა.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის დროინდელ ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ბოლშევიკური მეთოდების აღდგენას ცდილობს და ბოლშევიკურად მოქმედებს.
"ამას აკეთებდა კომუნისტური პარტია საბჭოთა კავშირის პერიოდში. რაც ახლა ხდება, მიხეილ საააკაშვილის პერიოდში, ნიშნავს რომ აბრუნებთ ქვეყანას საბჭოთა კავშირში", - განაცხადა აბაშიძემ და უმრავლესობას მიმართა, _ "თქვენ აღადგინეთ საბჭოთა კავშირი, რომელიც მალე დამთავრდება".