"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისი მოვლენებს შეისწავლის.
ბაღათურიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა მიტინგის დარბევა, მოხდა ტელეკომპანია ~იმედში~ შეჭრა, რასაც მოჰყვა ჟურნალისტების ცემა, დაშინება. მისივე თქმით, "იმედში" შეჭრის გამო საქმე აღძრული არ არის.
ბაღათურიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს დამნაშავეები დასჯილი რომ ყოფილიყვნენ, ხელისუფლება ამ პოლიტიკური ტვირთისგან გათავისუფლდებოდა და ახალი დანაშაული აღარ მოხდებოდა.
რაც შეეხება 26 მაისს, ბაღათურიას განმარტებით, 26 მაისის დარბევის შემდეგ საკმარისი დროა გასული იმისათვის, რომ საქმე გამოძიებული ყოფილიყო. @
ჯონდი ბაღათურიამ ასევე ისაუბრა ტელეკომპანია ~თრიალეთის~ ხელმძღვანელზე თავდასხამზე, რომელიც გამოძიებული არ არის.
"ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ძალადობის ყველა ფაქტი გამოძიებული იქნას", - მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობის წარმომადგენლებსა და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას.