მე-14 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორმა კახა კანდელაკმა განუცხადა საღამოს წარმატებამ ფესტივალის მონაწილეების ნიჭმა განაპირობა.
„ისეთი ემოცია წამოვიდა, რომ დარწმუნებული ვარ ეს ქართველი მსმენლისთვის დაუვიწყარი იქნება. თითოეული ის ვირტუოზი, რომელმაც გახსნის დღეს მიიღო მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო მუსიკას ქმნიან და ამიტომაც არიან პირველები", - აღნიშნა კანდელაკმა.
გრემის მფლობელი „ივენთ ჰოლში" საკუთარ ბენდთან „Cachet Fusion-თან ერთად ქართველი მსმენლის წინაშე პირველად წარსდგა. სადაც ახალი ალბომიდან ახალი კომპოზიციები შესთავაზეს თბილისელ მსმენლებს.
საათნახევრიანი პროგრამის დასრულების შემდეგ სონი ემორი დარბაზში ჩავიდა, ავტოგრაფები დაარიგა და თაყვანისმცემლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
ცნობისთვის, ვირტუოზი დრამერის გარდა ჯაზ ფესტივალზე ჩარლზ ლოიდი ახალ კვარტეტთან ერთად გამოვიდა. საქსაფონისტი და ფლეილისტი ჩარლზ ლოიდი პირველი ამერიკელი ჯაზშემსურებელია, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარება შეძლო.
ჩარლზ ლოიდის შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა დაეთმო ქართველ ჯაზმენს თამაზ ყურაშვილს. კონტრაბასისტმა საკუთარ კვარტეტთან ერთად მსმენელს ჯაზის გათანამედროებული რითმები შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ თამაზ ყურაშვილი პირველი ჯაზშემსრულებელია, რომელსაც შარშან ვარსკვლავი გაუხსნენს .
შეგახსენებთ, რომ ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ქართველი მსმენლის წინაშე გიტარისტი ლარი კორიელი საკუთარ ტრიოსთან ერთად წასრდგენა.
ფესტივალს კი ოთხი გრემის მფლობელი ერიკა ბადუ დახურავს, რომელიც კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კვირას გამართავს.
თბილისის მე-14 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი „თიბისი ბანკის" ორგანიზებით ეწყობა, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.