"ძალიან მინდა, ღმერთმა მომცეს ჯანმრთელობა, რომ ჩემი პიესები და მოთხრობები დავასრულო", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა თამაზ ჭილაძემ.
როგორც მწერალი აღნიშნავს, გამუდმებით მუშაობის პროცესშია, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით წერას ვერ აგრძელებს.
"ცრემლებამდე მიხარია, თუ ვინმეს ვახსოვარ და აინტერესებს ჩემი შემოქმედება. ამ ეტაპზე წერა არ შემიძლია, თუმცა ძალიან ბევრი პროექტი მაქვს და აუცილებლად გამოვცემ. მინდა მკითველს საინტერესო სიახლე შევთავაზო", - აღნიშნა ჭილაძემ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე ჭილაძის პიესის მიხედვით "ნადირობის სეზონი" დადგა. სპექტაკლის პრემიერა ზაფხულში ერთხელ უკვე შედგა, თუმცა რუსთაველის თეატრში რეჟისორმა "ნადირობის სეზონის" განახლება გადაწყვიტა. მწერალი მიიჩნევს, რომ მეორედ დადგმული სპექტაკლი უფრო ღრმაა.
"წინა პრემიერაზედაც ვიყავი და შემიძლია გითრათ, რომ რაღაცებია შეცვლილი, მაგრამ ამჯერად უფრო ღრმად ჩასაწვდომი და საინტერესო გამოვიდა. არ ვიცი, პოლიტიკური სარჩული რატომ დაადეს მის დადგმულ სპექტაკლს. თუ ზოგადაადამიანური ტკივილები პოლიტიკური თემა შეიძლება იყოს, მაშინ შეიძლება ასე ჩაითვალოს. მე არვითარი კონკრეტული პოლიტიკით არ ვარ დაინტერესებული, არც რობიკო. ჩვენ ადამიანი გავინტერესებს", - აღნიშნა ჭილაძემ.