გაეროს ცენტრალურ ოფისში ელისო ბოლქვაძის სოლოკოცნერტი გაიმართა. ჟენევაში ოფიცილურ მიღებაზე ქართველი პიანისტი სპეციალურად შედგენილი პროგრამით წარდგა.
ოფიციალურ საღამოზე ბოლქვაძემ ერთსაათიანი პროგრამა შეასრულა, სადაც ბეთხოვენისა და პროფოკიევის ნაწარმოებები დაუკრა.
ქართული მიღება გაეროს ოფისში საქართველოს საელჩოს და "თიბისი" ბანკის ხელშეწყობით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ პიანისტი 11 ნოემბერს ალმა-ატაში გაემგზავრება. ბოლქვაძე ჟიურის წევრად ალმა-ატას მეხუთე საერთაშორისო პიანისტთა კონკურსზეა მიწვეული.