მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ გუბერნატორს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განცხადა, რომ გუბერნატორები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ.
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა განაცხადა, რომ გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.