იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის საერთო შეფასება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დადებითი იქნება. ეს განცხადება კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის წევრების ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.
"საერთო ჯამში, შეფასება არის დადებითი, რაც კიდევ უფრო დახვეწს კანონმდებლობას. არის საკითხები, რომლებზედაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა და დავაზუსტოთ ფორმულირებები. ზოგადად მივიჩნევ, რომ ძალიან სასარგებლო იყო ვენეციის კომისიის ეს ვიზიტი. მათ აქვთ სრული წარმოდგენა იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ქვეყანაშია. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ არასამთავრობო სექტორის, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. შესაბამისად, ეს პროცესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს", - აღნიშნა კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.