პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს პენიტენციალურ სისტემაში საარჩევნო კამპანიის დაკვირვება შეეძლებათ.
კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია პენიტენციალური სისტემა არ არის ის დაწესებულება, სადაც შეიძლება თავისუფალი მიმოსვლა და იქ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარება, მაგრამ ამ პროცესის დაკვირვება გარანტირებული იქნება საერთაშორისო ორგანზიაციებისთვის.
მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და თუ ოპოზიციას კითხვები აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, მათთან მუშაობა გააგრძელოს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მცირე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.