Warner Bros-ი შერლოკ ჰოლმზე მესამე ფილმის გადაღებას გეგმავს. ფილმში კვლავ რობერტ დაუნ-უმცროსი და ჯუდ ლოუ მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე ფილმის გადაღების საბოლოო გადაწყვეტილება ფილმის "შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილების თამაში" მეორე ნაწილის პრემიერის შემდეგ იქნება მიღებული.
ფილმის სცენარისტად კომპანიამ არჩევანი დრიუ პირსზე გააკეთა. იგი ამჟამად ფილმისთვის "რკინის კაცი 3" სცენარს წერს, სადაც მთავარ როლს ასევე რობერტ დაუნ-უმცროსი თამაშობს.
"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილების თამაში" მეორე ნაწილი გაქირავებაში, სავარაუდოდ, 2011 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გამოვა. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი მადონას ყოფილი ქმარი გაი რიჩია.