კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით კამერული მუსიკის კონცერტი მოეწყობა. ამის შესახებ კომპოზიტორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"კონსერვატორიაში ჩემი კამერული მუსიკის კონცერტი 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამ კონცერტზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობ. ვფიქრობ, საინტერესო ნაწარმოებებს წარვადგენ. იმასაც, რაც ხალხმა იცის და ისეთებსაც, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია", - აღნიშნა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, კომპოზიტორი მრავალ ჟანრში მუშაობს. მას კიდევ რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი. 22 დეკემბერს ვაჟა აზარაშვილის სიმღერების კონცერტი და წლის დასაწყისში კი სიმფონიური მუსიკის კონცერტი იგეგმება.