საქართველო დასთანხმდა ახალ წინადადებას, რომელიც მას შვეიცარიელმა შუამავლებმა წარუდგინეს და რომლებიც საზღვრების კონტროლის საკითხებს ეხება, რაც თავის მხრივ რუსეთის წევრობას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გზას უხსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" "როიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, წინადადებები გულისხმობს ვაჭრობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ გაცვლას და საერთაშორისო კონტროლს საზღვარზე, რომელიც რუსეთს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აქვს.