ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი უარყოფს რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას.
რუსული სააგენტოების მტკიცებით, აპატურაიმ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო ჩიკაგოს 2012 წლის სამიტზე სავარაუდოდ MAP-ს ვერ მიიღებს.
"მოხდა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტირება, რასაც მე მხარს არ ვუჭერ", _ განაცხადა აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურის თქმით, არ შეუძლია, წინასწარ გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე.