საქართველოში გასამართ უახლოეს არჩევნებს ნატო ზედმიწევნით დააკვირდება. ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
"საქართველოს მთავრობა სწორი გზით მიდის. უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევნები ელის. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით დავაკვირდებით ამ პროცესს, რათა დავინახოთ კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯები თვენი ქვეყნის", - განაცხადა აპატურაიმ ვიცე პრემიერ გიორგი ბარამიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მან ისაუბრა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი იქნება პირველი და მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ნატო ნამდვილად მზად არის და სრუვილი გააჩნია მას, რომ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს.
"ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ნატოსა და საქართველოს შორის, რაზეც ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, თუ როგორ შეიძლება გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსა და ნატოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და ქვეყნის ხელმძღვანელობა, ნატოს ხელმძღვანელობისგან მოისმენს თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი იმ პროგრესით, რომელიც მიღწეული იქნა თქვენს ქვეყანაში", - აღნიშნა აპატურაიმ.