გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ეს მოსაზრება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა გააკეთა.
~ჩვენი მოსაზრებაა, რომ გუბერნატორებს, ანუ სახელმწიფო რწმენებულებს არ ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში~, - აღნიშნა თომას მარკერტმა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსზე საბოლოო შეფასებას ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) 16-17 დეკემბერს წარმოადგენს.