საქართველოს საარჩევნო კოდექსზე საბოლოო შეფასებას ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ~ოდირი~ 16-17 დეკემბერს წარმოადგენს. ეს განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა გააკეთა.
~ჩვენი საბოლოო მოსაზრებები დამტკიცებული იქნება ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 16-17 დეკემბერს გაიმართება~ - აღნიშნა თომას მარკერტმა.
მისივე თქმით, იმ კრიტიკული შეფასებების გარკვეული ასპექტები, რომელიც კანონმდებლობასთან დაკავშირებით იყო გამოთქმული ახალ კანონპროექტშიც არ არის მოწესრიგებული.
~ეს ეხება ისეთ საკითხებს როგორიც არის: პატიმრების საარჩევნო უფლება. ყველა პატიმარს მათ შორის ისეთი მსჯავდებულებს, რომლებიც მსუბუქი სახის დანაშაულში არიან მსჯავდებულები, დღეს არ აქვს საშუალება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, - აღნიშნა მარკერტმა.
კიდევ ერთი მოსაზრება ვენეციის კომისიის მდივანმა დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებით გამოთქვა.
მარკერტის თქმით, დღეს შესაძლებლობა ჩნდება, რომ დამოუკიდებელმა კანიდიდატებმაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ, კონკრეტული ზომები მაინც არ ჩანს, რომელიც უნდა იყოს გატარებული იმისთვის რაც უზრუნველყოფდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის პარლამენტში~ - აღნიშნა თომას მარკერტმა. მისივე თქმით, ოდირსა და ევროსაბჭოს არეალში საქართველოს შემთხევვაში ქალთა წარმომადგენლობა სიებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.