ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ყველაზე კარგი გამოსავალი ბიომეტრული პასპორტების შემოღება იქნება
ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ვიდეო-თვალის გამოყენებამ გამოიწვია ამომრჩევლების სიფრთხილე და დაშინება, ასევე, ხარვეზები ახლდა მარკირებასაც.
თომას მარკერტმა აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, იქნებოდა ბიომეტრული პასპორტების შემოღება. თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამ არჩევნებისთვის ვერ მოესწრება.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისია 2 დღის განმავლობაში შეხვდა უმრავლესობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო სექტორის წევრებს.