თბილისის მე-14 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი დღეს „თიბისი ბანკის" ორგანიზებით გაიხსნება და 30-მდე გაგრძელდება. საღამოს კონცერტს თამაზ ყურაშვილი მოსკოველ ჯაზ-კვარტეტთან ერთად გახსნის.
ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი დრამერი სონი ემორი თავის 6 კაციან ბენდთან Cachet Fusion-თან ერთად ქართველი მსმენლის წინაშე უახლესი პროგრამით დღეს „თბილისის ივენთ ჰოლში" 11საათზე წარსდგება.
ემორი ბენდ The Jazz Crusaders-ში უკრავდა. თუმცა, ჯო სემპლის კოლექტივი ერთადერთი არ იყო, ვისთანაც მას დაუკრავს. ელ ჯერო, დევიდ სენბორნი, სტენლი კლარკი - ეს იმ უდიდესი მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც ემორის დაუკრავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-14 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი 27 ოქტომბერს, „თიბისი ბანკის" ორგანიზებით გაიხსნება და 30-მდე გაგრძელდება.
სამდღიან ფესტივალის ფარგლებში ქართველ მსმენელებს საშუალება ექნება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩარლზ ლოიდის ცოცხლად მოუსმინოს.
ცნობისთვის, საქსაფონისტი ლოიდი, ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ქმნის ისეთ მუსიკას, რომელსაც შუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანი. მის მუსიკაზე დიდი გავლენა აქვს ჯონ კოლტრეინს, რომელსაც ხშირად ადარებენ კიდეც. ლოიდი თბილისს ახალი პროექტით ეწვევა, კვარტეტთან ერთად.
თბილისის ჯაზფესტივალზე ლარი კორიელი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ფიუჟენ გიტარისტია. ლოიდის მსგავსად, ისიც 60-იანი წლებიდან მოღვაწეობს და ბევრ ცნობილ მუსიკოსთან ერთად დაუკრავს, მათ შორის ჩიკო ჰამილტონთან, გარი ბარტონთან, რომელიც თბილისს ერთხელ უკვე ეწვია. ლარი იყო The Guitar Trio-ს წევრი, ლეგენდარულ პაკო დე ლუსიასა და ჯონ მაკლაფინთან ერთად.