საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, 27 ოქტომბერს, პარლამენტში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.
ცაგარეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიწვეულია 100-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის ორივე მიტინგის დარბევის დროს დაზარალებული მოქლაქალეები, 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები. "იურისტები და ექსპერტები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ფრაქციის სხდომა მიიღებს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.