საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაცია მიიღო. ფრანგი დიპლომატის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა გაყინული კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებაში აქტიურად თანამშრომლობს ყველა სახელმწიფოსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ მინიონმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეფასება ქართველი ხალხის ევროპელობასთან დაკავშირებით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება. ბაქრაძემ ყურადღება ახალ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მიერ პოლიტიკური კონსესუსის შედეგად მომზადებულ დოკუმენტზე გაამახვილა.
"ქართული მხარე მზადაა მიიღოს ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მომდევნო არჩევნებს დააკვირდება", - განაცხადა ბაქრაძემ და ამ მიმართულებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა.