საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას ევროსაბჭოს რეკომენდაციების გამოქვეყნებას სთხოვს.
ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თუ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანასება უნდა აეკრძალოთ, მაშინ ხელისუფლებამ ეს რეკომენდაცია უნდა გამოაქვეყნოს.
ფრაქციის თავმჯდომარის აზრით, ევროსაბჭოს ასეთი რეკომენდაცია ან მოსაზრება არასდროს ჰქონია.
"ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება დიქტატურის დაკანონების მცდელობაზე მიუთითებს. დიქტატორები კი როგორ ამთავრებენ, კარგად ნახა ყველამ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.