"ქართული დასის" ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ საარჩევნო ვითარება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გაუარესდა.
~საარჩევნო ვითარება გაუარესდა საარჩევნო სიების მიმართულებით, რადგან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მარიონეტები ამოწმებენ საარჩევნო სიას. მეორე - ეს არის ფინანსური რესურსების წყდომა. ეს სრულიად დაბლოკილია, ბიზნესი მხოლოდ ნაცმოძრაობას აფინანსებს და არც ერთი თეთრი არ არის სხვა ოპოზიციურ პარტიებში გადანაწილებული. მესამე - ეს არის მედია თავისუფლება, სადაც უმძიმესი ვითარებაა, რადგან თავდასხმები ხდება ტელეკომპანიებზე, ჟურნალისტებზე. მეოთხე - ეს არის ადმინისტრაციული რესურსები, რომელსაც აქტიურად მხოლოდ სახელმწიფო იყენებს~ - განაცხადა ბაღათურიამ.
~ქართული დასის~ ლიდერი ამბობს, რომ ვენეციის ექსპერტები საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე კარგად ინფორმირებული არიან.
~დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები კარგად არიან ინფორმირებული ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე. მათი რეკომენდაციები სრულიად ადეკვატური იქნება ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე~ - აღნიშნა ბაღათურიამ.
ვენეციის კომისიის ექსპერტები Dდღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ.