პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითრების გამო ოპოზიციას მსჯავრდებულებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება გამართლებულად არ მიაჩნია.
პატიმრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხი ერთ-ერთია, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრისას საუბრობს.
ჟურნალისტებთან საუბარში ~მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს მიმართ თუ რაიმე რეკომენდაცია და შენიშვნა კეთდება პენიტენციალურ სისტემას შეეხება.
"წარმოიდგინეთ მსჯავრდებულებს რა წნეხი ელოდებათ ხელისუფლების მხრიდან, ისინი არჩევნების გარეშეც წნეხის ქვეშ არიან" - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.