კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა რუსეთთან ურთიერთობა გააგრძელოს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება რუსეთში 2012 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.
"ჩვენ გვსურს თანამშრომლობა მასთან (პუტინთან) და რუსეთის ნებისმიერ სხვა პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან", _ განაცხადა აპატურაიმ კითხვაზე პასუხის გაცემისას, როფორი იქნება რუსეთისა და ალიანსის ურთიერთობები იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი გახდება.
აპატურამ ისიც დასძინა, რომ სწორედ ვლადიმერ პუტინი იყო ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნის მომხრე და სწორედ მან დაიწყო ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობების ახალი ფაზა.