საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი რეფორმებზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებს იყოს მიახლოებული. ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიერად მუშაობს ნატოს წევრობისათვის ბუქარესტის სამიტის შეთანხმებების თანახმად. საქართველოს შემთხვევაში - ეს რეფორმის საკითხი და ნატოს სტანდარტებზე მუშაობაა. ეს პრაქტიკულ ღონისძიებებსაც ეხება და პოლიტიკურსაც, ასევე სტანდარტებს რომელთა მიმართ საქართველოს შესაბამისობა იქნება სიგნალი იმისა, ქვეყანაში რეფორმა რამდენად კარგად მიმდინარეობს.
რამდენიმე დღეში ჩვენ ვიქნებით საქართველოში და მათთან ერთად მათ რეფორმებს განვიხილავთ. ეს დემოკრატიულ რეფორმებსაც ეხება და ასევე იმის დასტურიცაა, რომ მათი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში არ შეცვლილა", _ აცხადებს აპატურაი.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი 27 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა . ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება მიმდინარე საკითხები, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ეხება.
ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და ასევე, გამართავს შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროში.